საქართველოში ამინდი უარესდება.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით და ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-29 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში, 26-28 გრადუსის ფარგლებში იქნება“, – გვითხრა სეტლანა ნიორაძემ.