სუს-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.
სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არცერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.
ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.