დორის ლერჩი არის გერმანელი მწერალი, რომელმაც ასევე გამოუშვა წიგნი სახელწოდებით – “21 მიზეზი იმისა, თუ რატომ წვება ქალი მამაკაცთან”. წიგნში თითოეული მიზეზი დეტალურად არის აღწერილი. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ამ მიზეზებს:
1. ეცოდება ადამიანი – რათქმაუნდა ამის გამო არ აქვთ ქალებს სექსი მამაკაცებთან, თუმცა ყოფილა მომენტები, როდესაც მამაკაცი ქალს თავს აცოდებს და ეს სიტუაციას სექსუალურ ურთიერთობაში იზრდება!
2. საქმეს სჭირდება – არსებობს ქალთა კატეგორია, რომლებსაც მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაკეთება შეუძლიათ! ზოგჯერ უსაიყვარულოდ სექსიც!
3. იმიტომ, რომ ის ცნობილია – მწერლის აზრით, ქალებს ყოველთვის იზიდავს ცნობილი მამაკაცები!
4. შურისძიებისთვის – ვიცით, რომ ქალის შურისძიება ძალიან სასტიკია. ზოგჯერ მეუღლეების უარყოფით საქციელს ღალატით პასუხობენ!
5. მამაკაცის უცნაური მიმზიდველობა – შესაძლოა, მამაკაცი არ იყოს საკმარისად მიმზდველი ქალისთვის, მაგრამ ყველა კაცს გააჩნია თავისებური მიმზიდველობა, რომელიც ხასიათში გამოიხატება.
6. როდესაც იცი საკუთარი თავისუფლების ფასი – თავისუფალ ქალებს მოსწონთ სექსუალური ექსპერიმენტები სხვადასხვა მამაკაცებთან, რათა საკუთარ თავისუფლებაში ეჭვი არ შეეპაროთ!
7. 7 -ჯერ რომ დაპატიჟებ სადილზე – როგორც ჩანს, მწერალი ამ კატეგორიის ქალებსაც იცნობს. მისი აზრით, ქალები ხვდებიან თუ რა სჭირდება მამაკაცს, როდესაც უკვე მეშვიდედ გეპატიჟება სადილზე!
8. პარტნიორი სხვასთან რომ არ დაწვეს – განსაკუთრებით ეჭვიანი ქალები ყოველთვის ცდილობენ მეუღლის სექსუალურად დაკმაყოფილებას, რათა სხვისკენ არ გაიხედოს!
9. არსებული ერთადერთი საწოლის გამო – წყვილები როდესაც მარტო რჩებიან და უწევთ ღამე ერთად დარჩენა, მითუმეტეს ხელს უწყობს ის გარემოც, რომ ბინაში მხოლოდ ერთი საძინებელია, ხშირ შემთხვევაში კავდებიან სექსით!
10. საყვარელ მამაკაცმა რომ არ მიატოვოს – მწერლის აზრით, ქალებს ძალიან ეშინიათ საყვარელი მამაკაცის დაკარგვისა, აქედან გამომდინარე ისინი ხშირად წვებიან მათთან!
11. შიში – ერთ-ერთ მიზეზად სახელდება შიში. ალბათ შიშით სექსი ძნელად წარმოსადგენია ჩვენთვის…
12. ფულისთვის – ეს უკვე ძალიან თანამედროვე მიზეზია. ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ფულისთვის ძალიან ბევრი ქალი წვება კაცთან!
13. მამაკაცმა თავი რომ დაანებოს – როდესაც მამაკაცისგან ქალი თავის დაღწევას ცდილობს, ბევრ ხერხს მიმართავს, ერთ-ერთი მათგანია მასთან დაწოლა ჰიგიენის დაცვის გარეშე, რათა მას თავი უხეშად, რომ ვთქვათ შეაზიზღოს!
14. მეგობრის რეკომენდაციით – როგორც ჩანს, ევროპულ ქვეყნებში დაქალებს განსაკუთრებული მიდგომა აქვთ სექსის მიმართ, ისინი ერთმანეთს რეკომენდაციას აძლევენ მამაკაცების შესახებ!
15. იმის გამო, რომ პარტნიორი დაარწმუნოს საკუთარ სიყვარულში – ხშირია ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალი სიყვარულის დასამტკიცებლად მამაკაცთან წვება.
16. სურს შეიტყოს იმის შესახებ, არის თუ არა მისი პარტნიორი ჰომოსექსუალი – მწერლის აზრით არსებობს ქალთა კატეგორია, რომლებიც პარტნიორთან იმიტომ წვებიან, რომ დარწმუნდნენ მათ კაცობაში…
17. სურვილისამებრ – უბრალოდ სურთ სექსი, სხვა მიზეზი არ არსებობს!