15 აპრილამდე, ქვეყნის უმეტეს რაიონში, ჰაერის ტემპერატურა +19-20 გრადუსი დაფიქსირდება. მთიან რაიონებში +15 გრადუსია მოსალოდნელი.
13-14 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია წვიმა.
16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, +28 გრადუსს მიაღწევს.
მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, 12 აპრილს დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა, თუმცა, 13-14 აპრილს დაიკლებს, იქნება წვიმა და ქარი.