წლევანდელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, სამხრეთ ჩინეთისკენ მიემართება. წყარო BBC.
მატარებლები, ნავებით გადაადგილება და და ფრენები, პროვინციაში მეორე დღეა შეჩერებულია, დაკეტილია სკოლები.
მეტეოროლოგების თქმით, “იაგიმ” შეიძლება კატასტროფული ზიანი მოიტანოს.
“იაგი” – “უკიდურესად საშიში და ძლიერი” სუპერ ტაიფუნია, სუპერ ტაიფუნი მე-5 კატეგორიის ქარიშხლის ტოლფასია.
ჰაინანის ხელისუფლებამ, ყველა ტურისტული ატრაქციონის დახურვის ბრძანება გასცა, ასევე დაიხურა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო გადასასვლელი, მთავარი ხიდი, რომელიც აკავშირებს ჰონგ კონგს-მაკაოსა და ჟუჰაის გუანდონგში.
ჩინეთის ხელისუფლება თვლის, რომ “იაგი” ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იქნება, რომელიც მის სამხრეთ სანაპიროს დაატყდება თავს ბოლო ათწლეულში.
ამ კვირის დასაწყისში, “იაგის” მიერ მოტანილმა წყალდიდობამ და მეწყერმა სულ მცირე 13 ადამიანი იმსხვერპლა ჩრდილოეთ ფილიპინებში, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუირებულიყო უსაფრთხო ადგილზე.
მეცნიერები ამბობენ, რომ ტაიფუნები და ქარიშხლები კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უფრო ძლიერი და ხშირი ხდება.