ლექს-სენი საზღვარგარეთ სოლო-კონცერტებისთვის ემზადება, შემდეგ კი კონცერტებს საქართველოშიც გეგმავს, ასევე – ახალ კლიპებსა და სიმღერებზე მუშაობს.
ჟურნალი „გზა“ ცნობილ რეპერთან ბლიც-ინტერვიუს გვთავაზობს.
– როგორ ფიქრობთ, როგორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას თქვენ შესახებ?
– დიდი ალბათობით, როგორიც ვარ, ჩემ შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვთ – როგორც ყველა ცოცხალ, ჩვეულებრივ ადამიანში, ჩემშიც არის დადებითიც, უარყოფითიც… იდეალური ნამდვილად არ ვარ.
– ცხოვრებაში მოტივაციას რა გაძლევთ?
– მიზანი და საკუთარი თავის რწმენა.
– თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?
– პირველ რიგში – თავისუფლება, საკუთარი თავის რეალიზება.
– გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?
– უყურადღებობის გამო, განსაკუთრებით – სახლში: მავიწყდება დღესასწაულები, ყვავილები, საჩუქრები…
– თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?
– ემოციურობას. საერთოდ, ემოციურობა კონფლიქტისა და ყველაფერი უარყოფითის მიზეზია. ამიტომ ამ თვისებას სულ ვებრძვი.
– დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდით?
– გარკვეული თვალსაზრისით, ანტიკური ეპოქაც მაინტერესებს, მაგრამ ცოტა უახლოეს წარსულს, 80-90-იან წლებს ავირჩევდი, როცა ჩემი კერპები – 2 PAჩ-ი, Nოტორიოუს B.I.G, მარადონა – ცოცხლები იყვნენ.
– ბოლოს რის გამო იტირეთ?
– საყვარელი ლეკვი გვყავდა, რომელიც შარშან მომიკვდა – ვერ გადავარჩინეთ… ცრემლები ვერ შევიკავე…
წყარო: palitravideo.ge