ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები მომრავლდა.
ამ ყველაფერს ხვიჩას მამა ბადრი კვარაცხელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგულარული ბულინგის ეშინია:
„ხვიჩა დღეს რომ დიდ ფეხბურთს თამაშობს, არის თავად ხვიჩას დამსახურება. კი, ჩემი პატარა წვლილი მიმიძღვის, სწორ გზაზე ვაყენებ, მაგრამ თვითონ მას უნდოდა ფეხბურთი… დღეს კი ჩემს ოჯახსა და ხვიჩაზე ერთი ამბავია – გვაგინებენ…
სულ აბულინგებენ, პატრიარქს არ უნდა შეხვედროდაო… პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა იყოო. ხვიჩას ეს საერთოდ არ აინტერესებს. ბავშვია მაინც, მისმა მენტალიტეტმა რომ ვერ გაუძლოს? მეშინია“, – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში „საქართველოს დაბადება რეგიონებიდან“.