სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა, ანა რობაქიძე, რომლის მამა და დაც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე. სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ…
მადლობა, რომ არსებობთ და მადლობა, რომ არცერთ წამს არ მტოვებთ მარტო!“ – წერს ანა რობაქიძე.
ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.