მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, 13 მარტს 44 წლის გახდებოდა. იგი 12 წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ჯაბას დედა, მანანა გვასალია, სოციალურ ქსელში შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.
„დღეს ხომ შენი დღეა დედი… მინდა,ისმოდეს შენი სიმღერები… ჩემო ერთადერთო… როგორ უსაშველოდ მენატრები…“,- წერს მანანა.