VIDEO: ვინ არის ბიჭი, რომელმაც ქორწილში დედა ეტლიდან ამოიყვანა და მასთან ერთად იცეკვა

ემოციურ ვიდეო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა, დანიელ გიგაური აქვეყნებს. ვიდეო მისი დის ქორწილშია გადაღებული.
 
“როცა იბადები დედას ხელში აყვანილი დაჰყავხარ და გივლის, ხოლო, როცა იზრდები შენი მოვალეობაა მასზე ზრუნვა და მოფერება. მიყვარხარ უზომოდ, დეე.
დაო, შენ კი შენს ამ ბედნიერ დღეს კიდევ ერთხელ მოგილოცავ. მეამაყება ასეთი ლამაზი და საყვარელი დაიკო რომ მყავხარ.
ჩემო ლამაზო გოგო, შენ კი ამ კადრების აღბეჭვდისთვის ბევრი სიყვარული ჩემგან…” – წერს დანიელი და მადლობა უხდის ასევე მეუღლეს, რომელმაც გადაიღო ვიდეო.
თავად დანიელიც ცოტა ხნის წინ დაოჯახდა გურანდა ღარიბაშვილზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *