ამ ზაფხულს, ბიზნესმენ ბექა ხოფერიასა და სოფო ქურდიანის ქორწილი ერთ-ერთ განხილვის თემა იყო! გრანდიოზული საქორწილო წერემონიის გარდა, ყურადღების ცენტრში მოექცა ის ფაქტიც, რომ სტუმრებს შორის ბექა ხოფერიას ყოფილი მეუღლე, მომღერალი თიკა ჯამბურიაც იმყოფებოდა.მისი ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე სოფო ქურდიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
„რაღაც მოლოდინი მქონდა, რადგან ბექას გარშემო ყოველთვის მსგავსი რამ ხდება. თან ვიცოდი, რომ აჟიოტაჟი იქნებოდა მესამე ქორწინების გამო. თან ვფიქრობდი, რომ ფეხბურთის თემა გადაფარავდა, მაგრამ მთლად ასეთს არ ველოდი“. მე და თიკა მეგობრები ვართ. მისი და ბექას საერთო შვილი ნინა, ჩემთვის შვილივით არის. სხვა დამოკიდებულება მაქვს. გვერდიდან რომ შემეხედა ამ ფაქტისთვის შეიძლება მეც უცნაურად მომჩვენებოდა. ბექა და თიკა ბევრი წლის წინ იყვნენ დაქორწინებულები და ახლა უფრო ახლო მეგობრები არიან და მეც ჩემს ახლობლად მივიღე ეს ადამიანი. ბავშვების დაბადების დღეებზე ყველგან ერთად ვართ და სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა. მინდოდა რომ ნინასთან ერთად ისიც ყოფილიყო ქორწილში. თუმცა მესმის ხალხის რეაქციაც, გვერდიდან ცოტა სხვანაირად ჩანს“, – ამბობს სოფო ქურდიანი.
წყარო: Ambebi.ge