2024 წლის 12 მარტს, გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წევრი მონაზონი ვერონიკა (ბეკერი).
„მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ვერონიკას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ნეკრესის ეპარქიას, მონასტრის წევრებს, განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა დედაოს უკვდავ სულს.
მადლობას ვუხდით მას ლოცვისა და გიმნაზიის მიმართ გულთბილი დამოკიდებულების გამო“, – წერს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია.
დაკრძალვა ხუთშაბათს, 2024 წლის 14 მარტს, ყვარელში, დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში.