ისრაელის ქალაქ ხოლონში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მოგვიანებით, გარდაიცვალა, – ინფორმაციას გამოცემა MivzakLive-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
დაკავებული ხოლონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს