არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ” დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს.
როგორც მუსერიძე ჰყვება, ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში ახალშობილის მამას უთხრეს, რომ ჩვილი დაიღუპა და მოსთხოვეს ცხედარი წაეღოთ და დაეკრძალათ.
მისივე თქმით, განჩინების საფუძველზე, გუშინ, 20 თებერვალს საფლავი გახსნეს და ცარიელი აღმოჩნდა
44 წლის წინ ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან – ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით, რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა”. – წერს თამუნა მუსერიძე