რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ოთხი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.
როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.
“უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით”,- ამბობენ თვითმხილველები.
მოკლულ 4 ადამიანს შორის არის ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, ბრალდებულს ბიძასგან ხორცი უნდოდა ნისიად. უარის შემდეგ გახსნა ცეცხლი. და ბაზარში მოკლა სამი ადამიანი. შემდეგ ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.