65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი. ჯაჭვლიანი დიდი ხანია მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე მეგობარსა და ყოფილ კოლეგას ემოციური პოსტით იხსენებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ბოლოს ჯაჭვლიანი დაახლოებით ერთი თვის წინ ნახა.”8 თებერვალი ეს ის თარიღია რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა… იცი სოსო მთელი ეს წლები რაც ერთად ვიარეთ მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი რატომ?! იმიტომ რომ მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეს შობამდე მომწერე როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან მოდი მნახეო…. 6 იანვარს შეგხვდი და იქაც იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე ის სიტყვა რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით! იცი სოსო მე შენი იმედი მაქვს რომ არ დამტოვებ სადაც არ უნდა იყო ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის!…6 იანვარს ბოლოს როცა გემშვიდობებოდი გახსოვს ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი დალურჯებული ჰქონდა?!მიმალავდი რადგან არ გინდოდა ეგ ნატანჯი ხელი მენახა იმიტომ რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადაფარე…. ამ პროცესში მივხვდი რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა და ამასთანავე ერთგულებაზე მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი… მოგკიდე ხელი დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი და შუბლზე მივდე და გითხარი, მეიმედები…. იცით?! ასე რომ მოვეფერე არ ელოდა და მითხრა… შენ შემოგევლე! შენ!…. ” – წერს კურტანიძე.
Related Posts
“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე
- tony
- აპრილი 4, 2024
- 0
ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე ქმრის მიერ მოკლულ ქალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, “თავში […]
ეს უკვე ზედმეტია, ამის გატარება უკვე აღარ შეიძლება…” – ნახეთ ანუკი არეშიძემ ყველასათვის შოკისმომგვრელი პოსტი გამოაქვეყნა
- tony
- მაისი 2, 2024
- 0
დიზაინერი ანუკი არეშიძე, instagram სთორიში დებს ფოტოს სადაც ჩანს, რომ ჟურნალ elle-ში აფხაზეთს, ცალკე დამოუკიდებელ […]
ჯერ არ გადამიტანია, ჯერ კიდევ ამ პროცესში ვარ,რას ყვება ბაბი კირკიტაძე გავრცელებულ ვიდეოზე.
- tony
- დეკემბერი 18, 2023
- 0
ვიდეოს ნახვის შემდეგ, დეტალებს ვერც ვიხსენებ. უბრალოდ, იმ წუთას რასაც ვფიქრობდი იყო ის, რომ ამის […]