მოკლულებს შორის, არის ტაქსის მძღოლი-უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ოთხი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.”უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით”,- ამბობენ თვითმხილველები.მოკ­ლულ 4 ადა­მი­ანს შო­რის არის ტაქ­სის მძღოლიც, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან არ წაიყვანა.ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, ბრალდებულს ბიძასგან ხორცი უნდოდა ნისიად. უარის შემდეგ გახსნა ცეცხლი. და ბაზარში მოკლა სამი ადამიანი. შემდეგ ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *