ჩაშლილი ნიშნობის სახალისო ვიდეო, რომელმაც ყველა გაამხიარულა – “ვხედავდი, როგორ ხტუნაობდა ბეჭედი ხის გემბანზე და როგორ გაჩერდა ზუსტად კიდეზე, ამ დროს გავიფიქრე: „ვაა“ და ზუსტად ამ დროს ჩავარდა წყალში. ვერც კი მოვასწარი მუხლზე დადგომა“.
“ტიკტოკერი“ წყვილი, რომელსაც უნაკლო ნიშნობა ჰქონდა დაგეგმილი, პატარა ინციდენტის გამო მართალია პოპულარული გახდა, თუმცა ამავდროულად, გაწბილებულია.
შეყვარებულები, გერი ეშფორტი და როს ბამბერი მოუთმენლად ელოდნენ ამ განსაკუთრებულ დღეს. თუმცა მოხდა ისე, რომ სასიძოს 1200$-იანი ბეჭედი ტბაში ჩაუვარდა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს “ტიკტოკზე” 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ვიდეოში ვხედავთ, როგორ იჩოქებს როსი, ბედნიერი გოგონა სახეზე ხელებს იფარებს, ყოველივე კი ულამაზეს და რომანტიკულ გარემოში ხდება, თუმცა ბეჭედი ტბაში ვარდება.
ვიდეომ ბევრი გაამხიარულა, ზოგი აკომენტარებდა, რომ თუ ბეჭედი ტბაში ჩავარდა, ეს სამყაროსგან გამოგზავნილი ნიშანია, რომ წყვილი არ უნდა დაქორწინდეს. ზოგი მომხმარებელი კი ამშვიდებს მათ და იმაზე წუხს, თუ რაოდენ დიდი თანხა დაკარგა როსმა.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორმა ეჭვი გამოთქვა, რომ ვიდეო შესაძლოა, დადგმული ყოფილიყო, რაზე ეშფორტმა უპასუხა: “ნეტავ მართლაც ტყუილი ყოფილიყო. საკმაოდ ძვირი დაჯდა ჩვენი ნიშნობა”.
წყვილის ამბით ცნობილი მედიასაშუალებები დაინტერესდნენ და მათ შორისაა BBC. გამოცემასთან ინტერვიუში ბამბერმა თქვა, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩავარდა ბეჭედი ტბაში:
“ვხედავდი, როგორ ხტუნაობდა ბეჭედი ხის გემბანზე და როგორ გაჩერდა ზუსტად კიდეზე, ამ დროს გავიფიქრე: “ვაა“ და ზუსტად ამ დროს ჩავარდა წყალში. ვერც კი მოვასწარი მუხლზე დადგომა. არ მჯეროდა რაც მოხდა.“
@geriiashforth #gonewrong #proposalgonewrong #proposal #proposalvideo #ringdrop #marriage #marriagehumor #marriedlife #viral #viralvideo #inthelake #fyp #foryoupage ♬ original sound – Gerii Ashforth