ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღესრულება დიდი პანაშვიდი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილთა სულები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას, ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვალდებულები ვართ შევეწიოთ მათ, 5 დღეა წელიწადში, როდესაც განსაკუთრებით ვიხსენებთ მათ და ერთ-ერთი დღეს არის – წერს საეკლესიო გვერდი .
ლოცვა მიცვალებულთათვის
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!