დაბადების თვეს ბევრი რამ შეუძლია თქვენი პიროვნების შესახებ გიამბოთ.

რამდენად ამტანი, კომუნიკაბელური, გამბედავი თუ მორცხვი ხართ პიროვნების ფორმირებაზე უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს: აღზრდა, განათლება, ოჯახური ატმოსფერო და მრავალი სხვა, მაგრამ არა მხოლოდ ეს. დაბადების თვე იდუმალი მიზეზების გამო ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ამტანი, კომუნიკაბელური, გამბედავი თუ მორცხვი ვიქნებით. როგორი ადამიანები იბადებიან წელიწადის თითოეულ თვეში?

იანვარი

ამბიციურობა მათი მეორე სახელია. იანვარში დაბადებულები საშინლად ჯიუტები არიან. მხოლოდ საკუთარი ძალების იმედზე არიან. ამის გარდა, მათ ინტუიციის გრძნობა კარგად აქვთ განვითარებული.

თებერვალი

თებერვალში დაბადებულებს მძიმე ხასიათი აქვთ. ქალებს განსაკუთრებით უჭირთ ემოციების მართვა. ამასთან, მიზანდასახულნი არიან და საწადელის ასასრულებლად ყველაფრისთვის მზად არიან.

მარტი

ჩაკეტილი და მორცხვი ადამიანები არიან. ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ხდება სინამდვილეში მათ გულში. ამასთან, მარტში დაბადებულებს პატივმოყვარეობა ახასიათებს. ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავთ. მათ შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ, მხარს დაგიჭერენ და საიდუმლოებებსაც არ გათქვამენ.

აპრილი

ძალზე აქტიურები არიან. იბადებიან მებრძოლებად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; გამოირჩევიან ორგანიზატორული ნიჭით. აპრილში დაბადებულებს ყველაფერში პირველობა სურთ.

მაისი

მაისში დაბადებულები პრინციპულები და ჯიუტები არიან. მათთან ნებისმიერი ურთიერთობა რთულია, რადგან ყველაფერს იმახსოვრებენ და არაფერს პატიობენ. პროფესიულ მხარეს რაც შეეხება, ძალზე ამტანები არიან როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

ივნისი

ივნისში დაბადებულები მიმზიდველები არიან. თუ კარგ ხასიათზე იმყოფებიან, მათზე მეგობრული ხალხის წარმოდგენა შეუძლებელია. მაგრამ მათი დიდხანს დაკავება შეუძლებელია: პირობას მხოლოდ მაშინ ასრულებენ, როდესაც ეს მათ ინტერესებს ემთხვევა.

გაგრძელება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *