ლოურენი ჯერ კიდევ 18 წლის იყო, როდესაც მისი საქმრო პოლ ვოლი გაიცნო. სიყვარულის დღეს დაწყებული ურთიერთობა ზღაპრულად გრძელდებოდა.
ლოურენი და პოლი 5 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ლოურენის დაორსულების შემდეგ, წყვილმა ქორწინება გადაწყვიტა. იდეალური ურთიერთობა გრძელდებოდა თითქოსდა დიდი სიყვარულით, თუმცა…
ლოურენის დედამ თაფლობის თვისთვის სიძეს და ქალიშვილს 15 000 ფუნტი აჩუქა, ხოლო წყვილმა პატივისცემის ნიშნად ლოურენის დედის თან წაყვანა გადაწყვიტა. ლაურენი კმაყოფილი იყო დედის და ქმრის ურთიერთგაგებით, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორი მწარე სიურპრიზი ელოდა მას…
თაფლობის თვის შემდეგ 2 თვე გავიდა და წყვილის ურთიერთობაც დაიძაბა. პოლმა მოიხსნა ბეჭედი და მიატოვა ლოურენი. რათქმაუნდა მაგ დროს, გოგონამ არც კი იცოდა, რომ ქმარმა ის დედამისის გამო მიატოვა, გარდა ამისა, წარმოდგენაც არ ჰქონდა დედამისის(ჯულიენის) ორსულობის შესახებ…
გოგონას თვალი საკუთარ დამ აუმხილა. მან შენიშნა დედამისი, როდესაც პოლს მობილურით ელაპარაკებოდა, ამის შემდეგ ლოურენს ყველაფერი უამბო, თუმცა ლოურენს ამ ამბის დაჯერება გაუჭირდა:
“დედამ თავიდან იუარა ჩემს ყოფილ ქმართან რომანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენს თაფლობისთვეზე საკუთარი მოუწყვიათ. ორი ყველაზე მთავარი პიროვნება ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც საშინლად მატკინეს გული… დედა და ქმარი, მე მათ არასოდეს ვაპატიებ ამ ღალატს.”
თვეების შემდეგ, ჯულიენს ყოფილი სიძისგან ბავშვი ეყოლა და დაქორწინდნენ. წვეულბაზე ლოურენიც დაესწრო, თუმცა ქმართან კონტაქტი არ ჰქონია. რამოდენიმე წლის შემდეგ, ლოურენიც გათხოვდა და დღეს ის უკვე მეოთხე შვილს ელოდება. ასე დასრულდა შოკისმომგვრელი ისტორია აშშ-ში. წყარო: www.dailymail.co.uk