ეს ფსიქოლოგიურეი ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ რა გელით მომავალში. ამისათვის კი გაეცით კითხვებზე პასუხი და შედეგები ჩაიწერეთ.
1. ამოირჩიეთ ფერი: ყვითელი, ლურჯი, წითელი, მწვანე და შავი;
2. თქვენი სახელის პირველი ასო;
3. თქვენი დაბადების თვე;
4. შავი თუ თეთრი?
5. დაასახელეთ თქვენი გარემოცვიდან ადამიანი, რომელიც თქვენ სქესს განეკუთვნება;
6. თქვენი საყვარელი რიცხვი;
7. რომელი უფრო გიყვართ-მოგზაურობა ავტომობილით თუ ფრენა?
8. ტბა თუ ოკეანე?
9. ჩაიფიქრე სურვილი.
ახლა კი ნახეთ შედეგები:
1.თქვენს მიერ ამორჩეული ფერი:
ყვითელი-თქვენ ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ხართ, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის გვერდით დგომა და ნუგეში შეუძლია;
ლურჯი – ხართ იმპულსური და მუდმივად ელოდებით ყურადღებას და სითბოს საყვარელი ადამიანისგან;
წითელი-თქვენი ცხოვრება სავსეა სიყვარულით. თქვენ ხართ ძალიან ენერგიული;
შავი – თქვენ საკმაოდ აგრესიული და კონსერვატიული ადამიანი ხართ.
2. თქვენი სახელის პირველი ასო:
ა-კ: თქვენი ცხოვრება სავსეა სიყვარულით და მეგობრობით ;
ლ-რ: თქვენს პირად ცხოვრებაში მოულოდნელ ცვლილებებს ელოდეთ;
ს-ჰ: თქვენ გელით წარმატება სიყვარულში.
3.დაბადების თვე:
იანვარი-მარტი-ეს წელიწადი თქვენთვის წარმატებული იქნება და მოულოდნელი სიყვარული გეწვევათ;
აპრილი-ივნისი-თქვენ გელოდებათ მგზნებარე და ხანმოკლე რომანი, რომელიც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ.
ივლისი-სექტემბერი-ეს წელიწადი თქვენთვის წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ;
ოქტომბერი-დეკემბერი-თქვენ გელით სირთულეები პირად ცხოვრებაში, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულს იპოვით;
4. თქვენს მიერ არჩეული ფერი:
შავი-თქვენ სერიოზული ცვლილებები გელით ცხოვრებაში, რომელიც რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ ცვლილებებისთვის მალე მადლობას გადაუხდით თქვენს ბედს;
თეთრი-თქვენ გყავთ ერთგული ადამიანი, რომელიც თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ამის შესახებ არც კი ეჭვობთ.
5. ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ-თქვენი ახლო მეგობარია;
6. რიცხვი-ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იქნებიან;
7. მოგზაურობა:
ავტომობილით-თქვენ არ გიყვართ ცვლილებები;
ფრენა-თქვენ გიჟდებით თავგადასავლებზე;
8. ტბა თუ ოკეანე?
ტბა-ძალიან ერთგული პიროვნება ხართ თქვენი საყვარელი ადამიანის და მეგობრების მიმართ;
ოკეანე-თქვენ შეგიძლიათ ადამიანების გახარება და გაბედნიერება, მაგრამ ძალიან არაპროგნოზირებადი ხართ;
9. ჩაფიქრებული სურვილი:
თქვენი სურვილი მალე ახდება, თუ თქვენ ამ სტატიას გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს!
გისურვებთ წარმატებებს!