„დღეს ფრენდი გვეკითხებოდა, რისი გეშინიათ ყველაზე ძალიანო. მეთქი რომ მოვკვდე დედაჩემის რეაქციისთქო და მართლა ეგრეა. მადოშკა არ იმსახურებს უჩემობას და სანამ თავად იქნება ამ ქვეყნად, სულ ვეყოლები . არა ბიჭოს“ – წერდა რამდენიმე კვირის წინ მარიამ სირბილაძე, რომელიც დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალმა წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, სწორედ ამ ისტორიით გაიცნო საზოგადოებამ შეუპოვარი და მებრძოლი გოგო.
როგორც ცნობილი ხდება, მარიამი იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად წერდა გამამხნევებელ პოსტებს და მისი ისტორიაც ბევრისთვის მაგალითად იქცა.
მარიამს ორი შვილი დარჩა.