ცეცხლში არ იწვებოდა..რქებიანი სატანა იყო,ადამიანი ნამდვილი თმებით..” – ნახეთ თამარ ივერმა სახლში ჯადო აღმოაჩინა

არსებობს თუ არა ჯადო? – ამ საკითხზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმთაიმში“ მსჯელობენ. როგორც ოპერის მომღერალი თამარ ივერი ამბობს, მან სახლში, უცნაური თოჯინა იპოვა.
„ჩემს ცხოვრებაში იყო აღმასვლა… მაგრამ უცებ რაღაც მოხდა… კონტრაქტზე უნდა მომეწერა ხელი და ხუთი წუთით ადრე მეუბნებოდნენ, რომ სხვას მისცეს. რისთვის დამებრალებინა არ ვიცოდი. არ მჯეროდა ასეთი რაღაცების. მოხდა ისე, რომ სახლი ვიყიდეთ და ჩემმა მეუღლემ მითხრა, „არსებობს ქალბატონი, რომელსაც მინდა სახლი ვაჩვენოო“.

მოდის ეს ქალბატონი და მე სკეპტიკურად ვუყურებდი. დაიწყო ლოცვა. უცებ, გაჩერდა და მეუბნება, წამომყევითო… ვეუბნები, რომ აქ არავინ შემოსულა. შემოვიდა, დადგა. ჭერის, ზემოთ სახურავი, აი, ამ ადგილას არის ზუსტადო. ერთადერთი ვარიანტი, რომ ჭერი ამომიჭრათო. ამოვჭერით ოთკუთხედად. ჩვენ, რომ ეს ბინა ვიყიდეთ, იქ უკვე იყო. წინა ადამიანზე იყო გაკეთებული. საშინელი სახე ჰქონდა ამ თოჯინას. გაცინებული იყო…. ადამიანის თმები ჰქონდა. წაიღეს და დაწვეს. არ იწვებოდაო… რომ დავფიქრდი, ჩემი ეს ყველაფერი დაიწყო იმ წელს, როდესაც ეს სახლი ვიყიდეთ,“ – ამბობს თამარ ივერი.
წყარო:statiebi.club

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *