იესო ქრისტეს სასწაულები ახალ აღთქმაში მცირედად განსხავებულია, თუმცა არის ამბავი, რომლის მოწმეც 5 ათასი კაცი იყო და მოთხრობილია ოთხივე სახარებაში.მთლიანად ქრისტეს მიერ ჩადენილი სასწაულები უნდა განვიხილოთ კომპექსურად, სინოპტიკურ სახარებაში(ახალი აღთქმის პირველი სამი წიგნი: მათეს, მარკოზის და ლუკას სახარება) გამოყოფილია 11 სასწაული, ხოლო იოანეს სახარებაში 7 სასწაულზეა საუბარი, იქვე იოანე დასძენს:”ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.”(იოანეს სახარება თავი 21:25)
1)წყლის ღვინოდ გადაქცევა-გალილეის კანაში ქორწილი იყო, სტუმართა შორის ქრისტეს მოწაფები და დედა მარიამიც იყო, “დედამისი: “ღვინო აღარა აქვთ.“ ეუბნება მას იესო: “რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი არ დამდგარა.“ ეუბნება დედამისი მსახურებს: “გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“ “იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. ” ეუბნება მათ იესო: “დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც დაასვეს პირთამდე. ” და ეუბნება მათ: “ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“
2)მეფისკაცის ვაჟის განკურნება-იესო კაპერნაუმში გზად მიმავალმა შეიარა გელილეოს კანაში, იქ ერთმა კაპერნაუმელმა გაიგო ქრისტეს სტუმრობის ამბავი, მივიდა და შეევედრა განეკურნა მისი ვაჟი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.იესომ კი იქვე უპასუხა”წადი ცოცხალია შენი ძე”.მართლაც მსახურებმა აცნობეს მამაკაცს, რომ მისი შვილს სიცხემ გაუარა და მომჯობინდა.” ჰკითხა მათ, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს: “გუშინ, მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.“ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის დრო იყო, როცა იესომ უთხრა: ცოცხალიაო შენი ძე. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.”
3)უხვი თევზაობა-აუარებელი თევზჭერა აღწერილია მხოლოდ ლუკას სახარებაში, რომელიც ტიბერიის ზღვაზე მოხდა.იესო მოწაფეებს ეკითხება:”, შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: “არა.“ უთხრა მათ: “ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით”.”წავიდა სიმონ–პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.”
4)კეთროვნის განკურნება-კეთროვანი მივიდა იესოსთან და მუხლი მოიყარა:”შეგიძლია ჩემი განწმენდა?”შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: “მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა.
5)ქარიშხლის დაცხრობა-მოწაფეებთან ერთად ნავით გელილეოს ტბის გადაცურვის დროს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, შეშინებულმა მოწაფეებმა ქრისტე გააღვიძეს:”მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება.”
6) ფეხით სიარული წყალზე-ტიბერიადის ზღვაში მოსაღამოვებულზე მოწაფეები ნავში ჩასხდნენ და კაპერნაუმისკენ გასწიეს, იესოს ელოდნენ და არ გამოჩნდა, ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა, 25 თუ 30 უტევანი(უდრის 143 ნაბიჯს) რომ გაცურეს დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს და შეშინდნენ.”იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ. უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.”
7)ხუთი ათასი კაცი დაპურება უდაბნოში-ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ოთხივე სახარებაში აღწერილი.იესო უდაბნოში ქადაგებდა, მოწაფეებმა იესოს სთხოვეს გაეშვა ხალხი, რომ საკვები ეშოვათ, იესომ კი უპასუხა, რომ მათი წასვლა საჭირო არ იყო და თქვენ თვითონ გაეცით საკვებიო.
“მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.”
8)-იაროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგომა-სინაგოგას წინამძღვარს ერთადერთი ქალიშვილი უკვდებოდა, იგი მივიდა იესო ქრისტესთან და შეევედრა:„გოგო ძალიან ცუდად მყავს. წამოდი, ხელი დაადე, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“.
ამასობაში იესომ ერთი ქალი განკურნა, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა, ამასობაში სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან რამდენიმე კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული მოკვდა! რატომღა აწუხებ მოძღვარს?
ქრისტემ უპასუხა:„ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“
“ამის შემდეგ არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.” მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღსდეგ!”
9)ორი ბრმის განკურნება-“იქიდან რომ მიდიოდა, ორი უსინათლო, აედევნა ყვირილით: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“ როცა იესო სახლში შევიდა, უსინათლოები მასთან მივიდნენ. იესომ ჰკითხა მათ: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ „დიახ, უფალო“, — უპასუხეს მათ. მაშინ თვალებზე შეეხო მათ და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ“ და აეხილათ თვალები. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი: „იცოდეთ, არავინ გაიგოს!“მაგრამ ისინი გავიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.”
10)ლაზარეს გაცოცხლება-იესო მივიდა სამარხთან. “ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. ამბობს იესო: “აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის დ მართა: “უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ ეუბნება მას იესო: “განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ–მეთქი?“ აიღო ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: “მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყველასათვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.“ ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: “ლაზარე, გამოდი!“ და გამოვიდა მიცვალებული, ხელ–ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული”