ჯვარი, რომელიც კლდეშია გამოსახული, ბორჯომის რაიონში მდებარეობს, არდაგანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანამ სოფ. დაბაში შეხვალთ, თვალწინ კლდეში გამოსახულ ჯვარს დაინახავთ. ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვრის პატივსაცემად ამ ადგილას გავლისას პირჯვარს ისახავენ .
ღვთისმშობლის გამოცხადება
ღვთისმშობლის გამოცხადება მოხდა 2004წელს ბორჯომში, კერძოდ, სოფ .ფაფის ეკლესიაში. ეკლესიის კედელზე გამოსახული ღვთისმშობელი “შენ ხარ ვენახის” ხატს ჰგავს .
როდესაც გაცხადდა, რომ ეს იყო ღვთიური სასწაული, ეკლესიაში მომლოცველთა რიცხვმა იმატა. დღესდღეობით უკვე ნაკლებად შეიმჩნევა გამოსახულება .