ესპანელმა მამაკაცმა მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, ესპანეთის მთიანი ადგილები დაეთვალიერებინა.
საკუთარ ჯიპში “Rover Discovery” ჩატვირთეს მოგზაურობისათვის საჭირო ნივთები და გაემართნენ მთებისაკენ. გზადაგზა ჩერდებოდნენ და რიგრიგობით იღებდნენ ლამაზი ადგილების ფოტო და ვიდეო კადრებს.
ერთერთი შესვენებისას მეუღლე მაღალი ტემპერატურის გამო მანქანაში დარჩა, ქმარი კი კლდეზე დაეშვა და მდინარის ფონის გადალახვის მერე დაიწყო ულამაზესი ადგილების გადაღება, მდინარის კალაპოტით დაწყებული გადაღება მისი მანქანის მიმართულებით გააგრძელა და სწორედ ამ დროს მოხდა უბედურება-მანქანა, რომელიც ხელის მუხრუჭზე არ იყო დაყენებული დაგორდა და ნელნელა დიდი სიჩქარეც აკრიფა კდლოვან დაღმართზე, ქალმა მანქანიდან გადმოხტომა ვერ მოასწრო, მანქანა რამდენიმეჯერ გადაბრუნდა და თითქმის ნაწილებად დაშლილი მდინარის ღრმაწყლოვან ადგილზე ჩავარდა.
ქალი ადგილზევე დაიღუპა. მისი მეუღლე კი სამაშველო სამსახურის და პოლიციის მოსვლის მერე სიტუაციის გარკვევის შემდეგ დააკავეს.
მას ბრალად წაუყენეს არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში ბრალი.
მამაკაცის თქმით ის დარწმუნებული იყო, რომ მისმა ცოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო მანქანის დაგორებამდე.
მანქანა გადატანილია ექსპერტიზაზე და მიმდინარეობს ექსპერტიზა, გამართული იყო თუ არა ჯიპის სამუხრუჭე სისტემა და ხელის მუხრუჭი.