რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ცნობით, 19 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან, ფანჯრიდან გადმოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თოდრიას ქუჩის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.ინფო რუსთავი