ქმართან ერთად 8 წელი ვიცხოვრე, გვყავს ორი ვაჟი, 7 და 4 წლის. დალხინებული ცხოვრება არ გვქონდა, ხშირად ვკამათობდით, მღალატობდა კიდეც(როგორც მოგვიანებით შევიტყვე), თუმცა კარგი მამაა და ოჯახზეც გადაყოლილია, უყვარს შვილები და სახლშიც ფული მოაქვს. წელიწად-ნახევრის წინ მას დავშორდი მორიგი ღალატის გამო. პრაქტიკულად, მყისვე გავიცანი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა. ის ჩემზე 10 წლით უფროსია. თავიდან ყველაფერი მშვენივრად იყო, პაემნები, გართობა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდი, რომ ის ოჯახის კაცი არ არის(არც არასდროს ყოფილა დაქორწინებული და შვილებიც არ ჰყავს). მზადაა, ფული რესტორნებში გაფლანგოს და ხვალინდელ დღეზე არც ფიქრობს..მე კი მყუდრო ოჯახური ცხოვრება მინდა.
იქიდან ქმარი მთხოვს, კიდევ ერთხელ ვცადოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთო; მეფიცება, რომ დამთავრდა წარსული; ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის. გადავწყვიტე ქმარს დავბრუნებოდი(დროებით მაინც), დავიწყეთ ურთიერთობა(ინტიმის გარეშე)ბავშვებთან ერთად. ჩემს ახალ მამაკაცს გულახდილად დაველაპარაკე და დავშორდი, თუმცა მალევე ტესტით ვგებულობ, რომ ფეხმძიმედ ვარ. მას უნდა რომ შვილი ჰყავდეს. მის მიმართ გრძნობები გამაჩნია. ყოფილი ქმრის მიმართ არავითარი(როგორც კედელი, ისეა), თუმცა იმასაც ვხვდები, თუ ქმართან ვიცხოვრებ, კომფორტულად ვიგრძნობ თავს, შვილებიც ბედნიერები იქნებიან; ხოლო ახალ მამაკაცთან სრული გაურკვევლობაა, შეძლებს კი ის ოჯახურ ცხოვრებას ამდენი ხნის თავისუფლების შემდეგ?თან შვილები მყავს…არ ვიცი, როგორ მოვიქცე..ჭკუას მივენდო თუ გულს?”მარინა 37 წლის