დაბალი კულტურის მქონე ქვეყნებში ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სიზმარი არის ღმერთის გზავნილი ან კავშირი “მიღმიერ” სამყაროსთან. არადა, რეალურად სიზმრებსაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერ დანარჩენს მოეძებნება მეცნიერული ახსნა. ფსიქოლოგები სიზმრებს ქვეცნობიერის გამოძახილს უწოდებენ და ყველა კონკრეტულ შემთხვევას ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად ხსნიანრას ნიშნავს ქალის ეროტიკული სიზმრები? შევეცდები, ამ პოსტში დასავლეთის წამყვან ფსიქოლოგთა ნაშრომებზე დაყრდნობით რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სექსუალური სიზმრის ახსნა შემოგთავაზოთ:
სექსი ყოფილთან
ბევრი ქალი, როცა სიზმარში საკუთარ ყოფილთან სექსით კავდება, ფიქრობს, რომ უნდა განაახლოს რის ვაივაგლახით დასრულებული ტოქსიკური ურთიერთობა მამაკაცთან, რომელიც გამუდმებით ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა და “ღმერთი” თუ “სამყარო” მინიშნებას აძლევს, რომ დაუბრუნდეს წარსულს. არადა, ეს ასე არ გახლავთ. სიზმარში ნანახ ყოფილს თურმე ამჟამინდელ ურთიერთობასთან აქვს კავშირი. სექსი ყოფილთან ნიშნავს იმას, რომ ახალ ურთიერთობაშიც იგივე შეცდომებს უშვებთ, რაც წინათ დაუშვით. ამიტომ, იქნებ, ღირდეს, დაფიქრდეთ, სად უშვებთ იმავე შეცდომებს, რამაც თქვენი ძველი ურთიერთობის დასრულება გამოიწვია?
სექსი ცნობილ ადამიანთან
თუ სიზმარში საძულველ ადამიანთან გაქვთ სექსი, ეს იმას ნიშნავს, რომ “მტერში” იმავე თვისებებს ვერ იტანთ, რაც თქვენ თვითონ გაქვთ. ამიტომ ჩაუღრმავდით საკუთარ უარყოფით თვისებებს და იზრუნეთ მათ გამოსწორებაზე.
სექსი საუკეთესო მეგობართან
ხანდახან სექსი საუკეთესო მეგობარ ქალთან იმას ნიშნავს, რომ ბისექსუალური ან ლესბოსური მისწრაფებები გაქვთ, თუმცა ყოველთვის არა. ეს შეიძლება უბრალოდ იმასაც ნიშნავდეს, რომ ძალიან ახლოს ხართ ემოციურად თქვენს მეგობართან და ისურვებდით, რომ მისი რაღაც თვისებების ნაწილი თქვენს პარტნიორს ან თქვენ თვითონ გქონოდათ.
სექსი ბოსთან
ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ღმერთი”, სამყარო თუ რაღაც ზებუნებრივი ძალა თქვენგან თქვენს უფროსთან სექსს მოითხოვს ან ქვეცნობიერ დონეზე თქვენი ბოსი, რომელიც სულაც არ არის მიმზიდველი მამაკაცი, მიმზიდველად მიგაჩნიათ. ეს უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ სამსახურში თავს საკმარისად დაფასებულად ვერ გრძნობთ და გსურთ, რომ ხელფასი მოგიმატონ ან დაგაწინაურონ.
ასეთია ქალების მიერ ნანახი ყველაზე “პოპულარული” ეროტიკული სიზმრების ყველაზე ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა. არაფერი ზებუნებრივი. მხოლოდ ქვეცნობიერი.