გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, 30 წლამდე მამაკაცი მდინარე მტკვარმა გაიტაცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მდინარეში ორი ძმა საცურაოდ შევიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძლიერმა დინებამ წაიღო.
დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.