ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ბარსელონას დაუზავდა (1:1). იტალიის მოქმედი ჩემპიონი მარცხისგან ვიქტორ ოსიმენმა იხსნა, რომელიც გუნდს ზუსტად 2-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
აღნიშნული მატჩი შეაფასა ფაბიო კაპელომ, რომელსაც ნაპოლის თამაში მხოლოდ ბოლო წუთების განმავლობაში მოეწონა.
“ნაპოლის ფეხბურთელები თავდაჯერებული არ იყვნენ, თითქოს, საკუთარ მოედანზე არ თამაშობდნენ. ყოველთვის სუსტ და ჰორიზონტალურ პასებს აკეთებდნენ, ბარსელონას პრესინგმა ნაპოლი სირთულეებში ჩააგდო. თუმცა, ბოლო 20 წუთში სიტუაცია შეიცალა, ნაპოლი თავიდან დაიბადა ლინდსტრომის, რასპადორის და პოლიტანოს წყალობით. პირველი ტაიმი კი მერეტმა შესანიშნავად ჩაატარა, რომელმაც გუნდი თამაშში დატოვა”, – თქვა კაპელომ Sky Sport-ის სტუდიაში.
კვარას ჩემპიონთა ლიგაზე მშრალი სერია აქვსკვარას ჩემპიონთა ლიგაზე მშრალი სერია აქვსლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაც გააკრიტიკა, რომელმაც შეცვლით უკმაყოფილება არ დამალა, ის მწვრთნელსაც კი არ მიესალმა და სათადარიგო სკამს უკნიდან ჩაუარა, რათა ფრანჩესკო კალცონასთვის ხელი არ ჩამოერთმია. კაპელოს აზრით, ასე მოქცევა არ შეიძლება.
“ნაპოლი ბოლო 20 წუთი მომეწონა, მათ სწრაფად და კომპაქტურად ითამაშეს, ბარსას გაუჭირდა. სწორედ ასე უნდა დაიწყოს ნაპოლიმ საპასუხო მატჩი. ლობოტკას გასულ სეზონში ყველა აქებდა, მაგრამ დღეს ბურთს ემალებოდა, სწორედ ეს ნიშნავს თავდაჯერების არქონას. გარდა ამისა, კვარაცხელია არ მომეწონა: ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთო, ასე არ უნდა მოიქცე, თუ შეგცვლიან, თანაგუნდელს უნდა ჩაეხუტო”
.შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე 16-თვიანი უგოლო სერია აქვს აქვს და საერთოდაც, ამსტერდამის აიაქსის გარდა, სხვა გუნდის კარში ამ ტურნირზე გოლი არ გაუტანია. ბარსელონა ნაპოლის “მონტჟუიკის” სტადიონზე 12 მარტს უმასპინძლებს.