დიდი ფართობია მოწყვეტილი, როდის ჩამოვა, არავინ იცის”- თეა გოდოლაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები ლილეთიდან, რომლებშიც ჩანს,როგორ უჩნდება კიკეთის ტყეში მიწას ნაპრალები.

გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა სეისმოლოგი თეა გოდოლაძე და აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი ფართობია მოწყვეტილი.

“თანამოქალაქენო, დილიდან უამრავმა თქვენგანმა მომწერა, ამიტომ ერთიანად გაგცემთ პასუხს.
დიახ, ეს არის დაძრული ფერდი (მეწყრული პროცესი) კიკეთში. ზაფხულში, კიკეთელებმა აღმოაჩინეს და ერთად დავათვალიერეთ. იმ ადგილზე დაფერდებაა და წყვეტის შემთხვევაში ჩადის ხევში. სრულიად ბუნებრივი პროცესია. გამოვიძახეთ ზაფხულშივე გარემოს სააგენტო და მერიის სამსახური. ძალიან დიდი ღრმულებია და საშიში იყო როგორც ადამიანებისათვის, ასევე ცხოველებისათვის. უნდა გაკეთებულიყო ნიშნულები. როგორც ვხედავთ არაფერი გაკეთებულა. ადგილობრივების ჯგუფში დავწერეთ რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. საკმადო დიდი ფართობია მოწყვეტილი, როდის ჩამოვა, არავინ იცის”- წერს სეისმოლოგი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *