ეს ბევრს გამოეპარა — რა მიაძახა ლუის ენრიკემ კვარას, დღევანდელი შეხვედრის დროს?

საფრანგეთის ჩემპიონატში ბრესტისა და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით — 5:2 დასრულდა.

კვარა პსჟ-ს სასტარტო

შემადგენლობაში იყო და მატჩის საწყის წუთებში გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი მეორე 58-ე წუთზე დატოვა.

მანამდე კი, ჟურნალისტებმა საინტერესო მომენტი დაიჭირეს მატჩის მე-20 წუთზე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ლუის ენრიკე აუტის ხაზს მიუახლოვდა და კვარას შესძახა, რომ მეტოქე მეტად დაეწნეხა და პრესინგი კიდევ უფრო მაღლა ეთამაშა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *