კაცი, რომელიც მეტეხის ხიდიდან ავტომობილით წყალში გადავარდა, გია ფოცხვერაშვილია. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 40 წლისაა და სამი შვილი დარჩა.
ყოფილი მეუღლის თქმით, მომხდარს შვილები ძალიან განიცდიან.
„მერე რა, რომ ის ჩემი ყოფილი ქმარი იყო, უზომოდ მტკივა. ვერავინ ვერასდროს მომიშუშებს ამ ტკივილს. ჩვენ 19 წელი გავატარეთ ერთად და გვყავს სამი შვილი… ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ტკივილია, სადაც ვერავინ ჩადგება და ვერავინ მოაშუშებს. ახლა ჩემი შვილები მამის გარეშე დარჩნენ, მხოლოდ მე დავრჩი მათ… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, გია…“ – წერს გია ფოცხვერაშვილის ყოფილი ცოლი.