წინასწარი ვერსიით, თბილისში, ორი ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა.
არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭის და 21 წლის გოგოს ძებნა ოჯახმებმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გარკვეული პერიოდი კონტაქტზე არ გამოვიდნენ.
ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო პოლიციაც. ახალგაზრდები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. ორივეს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: ambebi.ge