“გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს, სის­ხლძარ­ღვე­ბის…ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მაგ­რამ არ მომ­წონს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა”- რას ჰყვება გია სურამელაშვილი?

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში იმ­ღე­რებს“ – ამ სა­თა­უ­რით ბოლო ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი ვი­ზი­ტი პი­რა­დი ხა­სი­ა­თი­საა

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ჩას­ვლი­სას გეგ­მავს დიდი ხნის უნა­ხავ ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რას, ხოლო იმავდრო­უ­ლად, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­და­ა­მოწ­მებს.
გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის თქმით, 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი და­ტო­ვა, რო­მელ­თაც ახლა რეს­ტო­რან „გე­ნაც­ვა­ლე­ში“ შეხ­ვდე­ბა. რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლიც ასე­ვე ქარ­თვე­ლია. მომ­ღე­რა­ლი აქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში ჩარ­თუ­ლი და მისი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი ყო­ველ­თვის სიმ­ღე­რა და მუ­სი­კა იყო…

– ეს კონ­ცერ­ტი არ არის, მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ვარ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 11 წელი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქ დარ­ჩე­ნა რომ მნდო­მე­ბო­და, ამა­ზე კარ­გი პი­რო­ბე­ბი მქონ­და და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *