ქედაში მეწყერი ჩამოწვა – მოსახლეობა შველას ითხოვს – რა ხდება ადგილზე?

ქედაში, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცას ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება – ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

„უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე.

112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, რომ ევაკუაცია უნდა შეეძლოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს და უჩვეულოს არაფერს ვითხოვდი,“- უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე მელანო მახარაძემ.

როგორც გამოცემას  საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან აცნობეს, ადგილზე არიან დეპარტამენტის წარმომადგენლები და მალე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *