კაცი, რომელიც მეტეხის ხიდიდან ავტომობილით წყალში გადავარდა, გია ფოცხვერაშვილია. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 40 წლისაა და სამი შვილი დარჩა.
ყოფილი მეუღლის თქმით, მომხდარს შვილები ძალიან განიცდიან.
„ეს ის ადამიანია, რომელთანაც 19 წელი გავატარე… როგორ მტკივა გული, გია, დაიმსხვრა… მისი საუბარი, მისი გაბრაზება, გია.. არავის სტკივა ჩემსავით, დამიჯერეთ…“ – ამბობს ახალგაზრდა ქალი.