საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მამა გახდა, ამის თაობაზე ინფორმაციას მედიაკომპანია Geo Team – ი ავრცელებს.
“მივესალმოთ ენი მამარდაშვილის მშობლებს… გიორგი და ელენესთვის ახალი ცხოვრება დაიწყო”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგიმ და მოდელმა ელენე ეპიტაშვილმა ჯვარი ა.წ. ივლისში დაიწერეს. იმჟამად უკვე ცნობილი იყო, რომ წყვილი გოგონას დაბადებას ელოდებოდა.
ვულოცავთ მათ შვილის დაბადებას, ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებთ ენის.