მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ინდოელი წინასწარმეტყველის და ასტროლოგის აბიგია ანანდის რამდენიმე წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა, მთელ მსოფლიოში მისი მოსმენა უფრო აქტიურად დაიწყეს.
ბიჭი საზოგადოებაში 2019 წლიდან გამოჩნდა.
მან საკუთარ YouTube არხზე სამომავლო პროგნოზების გამოქვეყნება დაიწყო.
მაშინ არავინ იცოდა, რომ მსოფლიოს თავს კიდევ ერთი პანდემია დაატყდებოდა და კორონავირუსი გამოჩნდებოდა. თუმცა, ინდოელი წინასწარმეტყველი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე საუბრობდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოვჩნდებოდით.
მან კიდევ ბევრი კატასტროფა და მოვლენა ზუსტად გამოიცნო, ამიტომაც ახალგაზრდა ნათელმხილველის მორიგ პროგნოზებს ადამიანები დიდი ინტერესით ელოდებიან.
ცოტა ხნის წინ, აბიგიამ საკუთარ ბლოგზე ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა და მსოფლიო მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ გააფრთხილა. განსაკუთრებული ყურადღება კი ოქტომბრის ბოლოს დაუთმო.
ანანდმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის ჩათვლით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება.
შემოდგომის მეორე ნახევრიდან კი დედამიწას კვლავ დაატყდება სტიქიური უბედურება, რომელმაც 2023 წლის განმავლობაში მოსახლეობა რამდენჯერმე შეაშინა.
„ოქტომბრის ბოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მსოფლიოში პრობლემები 14 რიცხვიდან დაიწყება, 20-ში კი განსაკუთრებით გამძაფრდება“, – ამბობს წინასწარმეტყველი.
ანანდმა განსაკუთრებით 28 ოქტომბერი გამოყო.
ამ დღეს შეიძლება დიდი კატასტროფა მოხდეს. მისი თქმით, პლანეტების გარკვეული კომბინაცია ორგანიზებულ ძალადობაზე, მათ შორის ტერორიზმზე მიანიშნებს.
ამის მიზეზი, ერთი მხრივ, იუპიტერის, მთვარისა და რაჰუს, მეორე მხრივ კი, კეტუსა და მარსის გაერთიანებაა.
„ბოლოს ასეთი რამ 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა, როდესაც ორ სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ, შენობები ჩამოინგრა და ათასობით ადამიანი დაიღუპა. ასე დაიწყო ტერორიზმთან ბრძოლის ერა“, – ამბობს წინასწარმეტყველი და 28 ოქტომბრის შესაძლო მოვლენებს 11 სექტემბრის ტერაქტს ადარებს.
ის ასევე ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები შეიძლება საფრანგეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, საბერძნეთში, თურქეთში, სირიაში, ერაყში, ეგვიპტეში, ალჟირში, მაროკოში, პორტუგალიასა და ესპანეთში მოხდეს.
ანანდმა ძლიერ მიწისძვრაზე ისაუბრა, რომელსაც ბოლო პერიოდში თურქეთსა და სირიაში უამრავი ადამიანი ემსხვერპლა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის მიწისძვრა, რომელიც დიდ წყალდიდობას გამოიწვევს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.
წინასწარმეტყველის ცოტა ხნის წინანდელი პროგნოზით, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე მსოფლიოში ახალი წესრიგი დამყარდება, ჩვენი პლანეტა სწრაფ ცვლილებებს განიცდის, ახალ ეპოქაში გადასვლას ვიხილავთ, რაც შესაძლოა, ადამიანთა უმეტესობისთვის კომფორტული არ იყოს.