თბილისში დღეს მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
- AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ნიკიტა აგიევია, რომელიც გავრცელებული ცნობით, სასიკვდილოდ მისმა მეგობარმა გაიმეტა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, თავდასხმა ახალგაზრდა კაცზე ჯგუფურად მოხდა და დანაშაულის ფიგურანტი სავარაუდოდ 4 პირია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით პოლიციას დანაშაულში ბრალდებული არ დაუკავებია.
მთავარ ფოტოზე: მოკლული ნიკიტა აგიევი, ფოტოს “ტვ პირველი” ავრცელებს
квелаперши дамнашаве хелисуплеба да патриаркиа