ზურა უკვე გერმანიაშია.. რა არის ცნობილი ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებზურა უკვე გერმანიაშია..

მალე ერთი თვე გახ­დე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას გულ­შე­მატ­კივ­რობს. ცნო­ბილ მსა­ხი­ობს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა – მას გული გა­უ­ჩერ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ ძმის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე Ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა.

„ზუ­რი­კო 22 წლის ასა­კი­დან ინ­სუ­ლინ­ზეა, დი­ა­ბე­ტი აქვს. თურ­მე “დი­ა­ბე­ტი­კებს“ არ აქვთ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფარ­ქტმა ისე და­არ­ტყა, ტკი­ვი­ლი არ უგ­რძნია”, – ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი პა­ცი­ენტს ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­დნენ, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბის გა­დაყ­ვა­ნა უცხო­ეთ­ში მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და.

ის უკვე ერთი კვი­რაა, რაც გერ­მა­ნი­ა­ში, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

ამის შესახებ Ambebi.ge-ს ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის სი­ძემ, ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

იხილეთ სრულად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *