ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, რომელიც გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას ცივი იარაღით მიაყენეს.
- დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება და ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.