ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.
25 წლამდე ასაკის კაცი ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება, თუმცა ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციითვე, ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.