ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ახალგაზრდა ქალი 32 წლის მაკა კაკაჩიშვილია.
- ის წარმოშობით სოფელ ვალედან იყო და ახალციხეში ცხოვრობდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.