მოსკოველი, რომლის ცხედარი ვოსტოჩნი იზმაილოვოში სამშენებლო ტომარაში იპოვეს, შეიძლება მოკლა მამაკაცმა, ვისთანაც ის სარდაფში პაემანზე წავიდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი SHOT წერს.
41 წლის ქალმა მობილური აპლიკაციით გაიცნო მამაკაცი, სახელად ნაზარი. 9 იანვარს მან შეხვედრა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ, წყვილი მაღაზიაში წავიდა საკვებისა და ალკოჰოლისთვის, რის შემდეგაც მამაკაცმა უცნაური რამ შესთავაზა: რომანტიკული საღამო გაეტარებინათ სარდაფში, სადაც დივანი და სკამი იდგა.
თავიდან ქალი შეიშმუშნა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ იდეა არც ისე ცუდი იყო. მიუხედავად ამისა, მოსკოველმა ქალიშვილს მისწერა, სად მიდიოდა და ყოველი შემთხვევისთვის გაუზიარა სმარტფონის ლოკაცია. ეს იყო მისი ბოლო მესიჯი.
როდესაც ქალი მეორე დილით სახლში არ დაბრუნდა, ქალიშვილმა განგაში ატეხა. დაკარგულ ქალს ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და იმავე სარდაფთან ახლოს, სამშენებლო ტომარაში იპოვეს. ახლა ეძებენ მის “ინტერნეტ მეგობარს”. საქმეზე კონტროლი დედაქალაქის პროკურატურამ აიღო.