ტელესახე სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპუალრობით სარგებლობს. დღის განმავლობაში გამომწერებს უამრავ ინფორმაციას და სიახლეს უზიარებს. ამჯერად, სალომე ბებიის, თათული ღვინიაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და საკუთარ ემოციებს გადმოსცემს.
„უცნაური ემოციები მაქვს, თითქოს ჩემი ბავშვობის ბოლო მოგონებებიც ქრება. სახეზე სევდიანი ღიმილი მაქვს. იღბლიანი ვარ, რომ ყველაზე ლამაზი ბებია მყავდა სამყაროში” – დაწერა სალომემ.