ზურა ბერიკაშვილის ოჯახის ახლობელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
“ზურა გერმანიაშია. ამ წუთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია. მისი იქ გადაყვანა უმტკივნეულოდ მოხერხდა. ჯერჯერობით კიდევ გამოკვლევების პროცესშია. დანარჩენი, რაც აქაც ვიცოდით, ტვინზე დაზიანება აქვს მიღებული. მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომ რამენაირად უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდეს. სხვა მნიშვნელოვანი სათქმელი არაფერია. იმყოფება ისევ ხელოვნურ კომაში.
რამდენჯერმე მოხსნეს, მაგრამ მაინც ვერ იღებენ ჯერ სათანადო შედეგს და თან ცდილობენ, რომ ზედმეტი დატვირთვა არ მიიღოს. გერმანიიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს“ – აღნიშნავს ნიკო ნანიტაშვილი „ამბებთან“.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, მსახიობ, ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მას გული გაუჩერდა.