ქუთაისში პატარა ფეხბურთელი, 8 წლის შოთიკო ჭელიძე გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კომენტარებში წერენ, ბავშვს
გული გაუსკდა და კლინიკაში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“შოთიკო, მაგარო ბიჭო, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები.
კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს.” – წერს FC KUTAISI სოციალურ ქსელში
ბიჭუნა ქუთაისის “ქუთაისში” ვარჯიშობდა.